!!!მაქსიმალური რეპოსტი!!!
!!!მაქსიმალური გაზიარება!!!
სრული სიმართლე რუსეთში ძალაუფლების შესახებ.
სრული სიმართლე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესახებ.
სრული სიმართლე ისტორიული რუსეთის (უკრაინის) ტერიტორიაზე მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ეს ომი არ არის რუსეთ-უკრაინის ომი.
ეს ომი არის რუსეთ -დასავლეთის ომი.
მაშ ასე
1991 წელს ამერიკის შეერთებული სახელმწიფოების პირდაპირი აგენტის მიხეილ გორბაჩოვის მოღალატეობრივი და უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, კანონის უხეში დარღვევით იქნა დაშლილი სსრკ.
ეს იყო 1945 წელს 27 მილიონი საბჭოთა ადამიანის სიცოცხლის ფასად და მსოფლიოს ისტორიაში მანამ არნახული ნგრევის ფასად მოპოვებული საერთაშორისო წესრიგის, გეოპოლიტიკური სინამდვილის, მსოფლიო რუკის უკანონო დარღვევა.
სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკები იქნენ დაპყრობილი - ოკუპირებული გამარჯვებული ამერიკის შეერთებული სახელმწიფოების მიერ. საქართველოში მომხდარი 1991-92 წლების გადატრიალების შესახებ რამოდენიმე ხნის წინ გულახდილად ისაუბრა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა, როდესაც მან გადატრიალებაში დამნაშავედ სწორედ აშს-ები სცნო.
ამ ქვეყნების მმართველად აშს-ებმა ჯერ მოღალატე კომუნისტური ელიტის ძველი წევრები დანიშნეს ხოლო შემდეგ მის მიერ გამოზრდილი კადრები და ოლიგარქატი.
სსრკ-ს ქვეყნების ამერიკული ოკუპაცია ვლინდება ხარკის გადახდაში, როგორც ფინანსებით ( დოლარის პირამიდა) ასევე ნატურით (იაფი მუშა ხელის საზვარგარეთ გადინება) ეს ოკუპაცია ყოვლის მომცველია და შეეხება, როგორც სახელისუფლებო, სასამართლო რგოლს, ასევე მედიას, მეცნიერებას და ყოფიერებას.
1993 წელს რუსეთში USAID - ის მითითებით და პირდაპირი ინსტრუქტაჟით იქნა შემუშავებული რუსეთის კოლონიური კონსტიტუცია, რომელსაც რუსეთის მოსახლეობამ მაშინ მხარი დაუჭირა. ამ კონსტიტუციის 1, 2, თავები პირდაპირ განსაზღვრავენ რუსეთის კოლონიურ სტატუსს. ხოლო 9, 13, 15, 29, 75, 110 და კიდევ რამოდენიმე სხვა სტატია პირდაპირ, სრულ მფლობელობაში უგდებს ამ ვეებერთელა, ბირთვული პოტენციალის მქონე სახელმწიფოს ოკუპანტებს.
1999 წელს რუსეთი ფაქტობრივად დაშლის პირას იყო. მაგრამ იმავე წელს რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირი გახდა ვლადიმირ პუტინი.
ვლადიმირ პუტინმა შეაჩერა სახელწიფოს დაშლა, დაამარცხა მსოფლიო ტერორიზმი ჩეჩნეთში, სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობი გაზი) მოპოვებაზე დაადგინა გადასახადები. და ამის შედეგად სახელმწიფო ფეხზე დააყენა. ის ჯერ კიდევ 2002 წელს შეეცადა რუსეთის ცენტრალური ბანკი, რომელიც კონსტიტუციის 75 მუხლის მიხედვით არ ემორჩილება სახელმწიფოს, დაემორჩილებინა, (სახელმწიოფო ინტერესებს) მაგრამ არ გამოუვიდა, ის ასევე შეეცადა დაემორჩილებინა (სახელმწიფო ინტერესებს) მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის კონსტიტუციის 29 მუხლის მიხედვით, რითაც აკრძალულია, რაიმე სახის იდეოლოგიის არსებობა რუსეთში და ცენზურა, მაგრამ აქაც დამარცხდა.
2008 წელს დიდი ზეწოლის შედეგად ის იძულებული გახდა უკან დაეხია და თანამდებობა გადაეცა მისი უახლოესი და უერთგულესი თანამშრომლის დიმიტრი მედვედევისთვის.
2012 წელს მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა (ბოლოტნაიას მოედანზე მიმდინარე აქციებისა) ის კვლავ დაუბრუნდა თავის თანამდებობას. სწორედ ეს იქცა 2014 წელს ფორსირებულ რეჟიმში უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის უმთავრეს მიზეზად.
დაბრუნდა რა პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომელიც 80 მუხლის მიხედვით არის კონსტიტუციის გარანტი და არ განეკუთვნება ხელისუფლების, ანუ ძალაუფლების არც ერთ რგოლს, მან დაინახა, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის ვერ შესძლებდა ჩაფიქრებული რეფორმების განხორციელებას.
რუსეთის პრეზიდენტი არის საჯარო და უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც არ შეუძლია კონსტიტუციის მიხედვით ძალაუფლების მიტაცება, ხოლო ზოგადი პოლიტიკის წესების მიხედვით პირდაპირი საუბარი და პირდაპირი მოწოდებების გაკეთება ხალხის მისამართით.
სწორედ ამიტომ მან 2012 წელს შექმნა რუსეთის ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობა. რომელიც უკვე წლებია იბრძვის რუსეთის სრული სახელმწიფო სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის.
ამ ორგანიზაციის დახმარებით (2 მილიონი ხელმოწერის შეგროვების შედეგად) 2020 წელს ვლადიმირ პუტინმა ამოაცხადა რეფერენდუმი, რომელიც ოლიგარქატის და ადგილობრივი ხელისუფლებების წინააღმდეგობის შედეგად ძალზედ შეკვეცილი ფორმით ჩატარდა და არ მოხერხდა, სახელმწიფოს გათავისუფლება.
2020 წელს აშს-ების პრეზიდენტი გახდა ჯოზეფ ბაიდენი, მან რუსეთთან აშკარა კონფრონტაციის რეჟიმი აირჩია. დაიწყო უკრაინის არნახული მილიტარიზაცია.
2021 წლის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აშს-ების სახით წამოუყენა ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც დასავლეთს უარი უნდა ეთქვა რაიმე სახის პრეტენზიებზე სსრკ-ს ტერიტორიაზე, გაეტანა აღმოსავლეთ ევროპიდან სარაკეტო-დამრტყმელი საშუალებები. და გამოცხადებულიყო თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებში.
ამაზე დასავლეთმა ფაქტობრივად ყურიც არ შეიბერტყა.
2022 წლის თებერვლის ბოლოს, მარტის დასწყისში უკრაინა მზად იყო სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად დონბასის ტერიტორიაზე, საუბარი იყო ომის მიერ ბირთვული პოტენციალის აღდგენაზე.
სწორედ ამიტომ და კიდევ იმიტომ, რომ რუსეთში ეროვნული ძალების გამოღვიძება მოეხდინა ვლადიმირ პუტინმა დაასწრო მათ და პირველმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია.
ოპერაცია პირველ ეტაპზე ძალზედ წარმატებული გამოდგა, კიევი ფაქტობრივად ალყაში მოექცა, მაგრამ, რუსეთში ამუშავდა მე-5 კოლონა, ოლიგარქატი - აბრამოვიჩის პირდაპირი მონაწილეობით შემდგარი მოლაპარაკებების შედეგად რუსეთმა ჯარი გაიყვანა კიევის მიდამოებიდან. პუტინი არ მოელოდა, რომ პრორუსულად განწყობილი უკრაინელი პოლიტიკოსები, ასეთ უუნარობას გამოავლენდნენ და ვერ შესძლებდნენ ზელენსკის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებას, უკრაინა სრულიად, ტოტალურად ნაცისტურ, ანტირუსულ ქვეყნად იქცეოდა და სრული სიმკაცრით გაუწევდა წინააღმდეგობას რუსეთს.
მიუხედავად ამისა, რუსეთის არმიამ შესძლო უკრაინის არმიის განადგურება (მაშინდელი პოტენციალის)
მაგრამ უკრაინის უკან დადგა მთელი დასავლეთი - 800 მ&